+995 32 2 00 00 00 დაგვიკავშირდით

მთავარიაგარაკის სახლების მშენებლობა

აგარაკის სახლების მშენებლობა.

ჩვენ გვჯერა გუნდოკრატიის: ადამიანები პირველ ადგილზე არიან, წარმატება კი თავად მოდის

კომპანია Build4U არის გენკონტრაქტორი დაბალსართულიანი სახლების მშენებლობის სფეროში. ძირითადი სპეციალიზაციაა პროფესიული და ხარისხიანი მონოლითურ-ქვის სახლების მშენებლობა.

საქუთარი ძალებით ვასრულებთ ყველა ზოგადსამშენებლო, საინჟინრო და მოსაფირკეთებლო სამუშაოს სახლისა და ნაკვეთის შიგნით და გარეთ. ამისთვის ვაწყობთ მომარაგების, კონტროლისა და მშენებლობის თანხლების უწყვეტ პროცესს ნებისმიერი სირთულისა და ზომის ობიექტზე. ობიექტზე ვუზრუნველყოფთ კვალიფიციური მუშების ყოფნას. ვაწარმოებთ დოკუმენტბრუნვას და ანგარიშს ვაბარებთ ჩვენს კლიენტებს.

მრავალსაფეხურიანი კონტროლი

ობიექტებზე არიან კვალიფიციური პერსონალი და გამართულია მრავალსაფეხურიანი კონტროლი. კერძოდ, სამშენებლო პროცესზე პასუხისმგებელნი არიან: პრორაბი / დამოუქიდებელი ტექნიკური ზედამხედველობა / პროექტის ხელმძღვანელი / მშენებლობის დირექტორი.

ყოველი ობიექტი მუდმივი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშაა

  1. პრორაბი

    პრორაბის ძირითადი ფუნქციებია:

    • სამშენებლო ბრიგადის ან ცალკეული ოსთატების მუშაობის ორგანიზება და კონტროლი
    • ობიექტზე მასალების არსებობის კონტროლი და მათი დროული შეკვეთა
    • სამუშაოების ორგანიზება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ვადების დაცვის კონტროლი
    • დანიშვნების, სიმაღლეების, მიბმების, ნულოვანი ნიშნულებისა და ზომების კონტროლი
    • მსხვილი სამშენებლო ტექნიკის (ამწეები, ექსქავატორები, ტუმბოები და ა.შ.) და მცირე მექანიზაციის ტექნიკის (ტრამბოვკები, ვიბრატორები, ბეტონსარევები და ა.შ.) კოორდინაცია და დროული შეკვეთა
    • სამუშაოების ხარისხისა და მათი მსვლელობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან, სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის კონტროლი
    • ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერთან ურთიერთობა, დროულად შეტყობინება სამუშაოს ესა თუ ის მონაკვეთის ან ეტაპის მიღების აუცილებლობის შესახებ
    • კომუნიკაცია კომპანიის ზემდგომ ხელმძღვანელობასთან. ხარვეზებისა და გადახრების შესახებ დროული ინფორმირება, რათა დროულად მიღებულ იქნას გადაწყვეტილებები ხარვეზის აღმოსაფხვრელად და პროცესის ნორმალიზაციისთვის.
    • სამუშაოების მსვლელობის სისთემური ფოტოფიქსაცია, ასევე ვიდეოფიქსაცია და მასალების ოფისში გადაცემა

    პრორაბები ჩვენს ობიექტებზე ძირითადი დარტყმითი ძალაა. სწორედ პრორაბზეა უპირველესად დამოკიდებული სამუშაოების სიჩქარე, ხარისხი და შესაბამისობა პროექტთან, სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.

    ყველა ჩვენი პრორაბი სამშენებლო სექტორში დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტია.

    პრორაბი კომპანიის სახეა: შესანიშნავი მოლაპარაკე, მკაცრი წესრიგისა და ნორმების მიმართ, იცავს ეთიკას და ორიენტირებულია კლიენტზე.

  2. ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერი

    ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერის ძირითადი ფუნქციებია:

    • ტექნოლოგიების დაცვაზე ზედამხედველობა: ყოველი ეტაპის (მიწის სამუშაოები, საძირკვლის ჩასხმა, კედლების აღმართვა, სახურავის მონტაჟი) შესრულების კონტროლი „საქართველოს სტანდარტისა“ და პროექტის მიხედვით.
    • ფარული სამუშაოების მიღება: იმ სამუშაოების სავალდებულო ფიქსაცია და აქტების ხელმოწერა, რომელთა შემოწმება მოგვიანებით შეუძლებელია (მაგალითად, საძირკვლის არმირება ბეტონის ჩასხმამდე, ჰიდროიზოლაცია, თბოიზოლაცია)
    • დეფექტების უწყისის შედგენა: დანაკლისების სიის შედგენა, რათა კონტრაქტორმა ისინი შემდგომ აღმოფხვრას.
    • მოცულობებისა და ვადების კონტროლი: ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შეჯერება გრაფიკში და ხარჯთაღრიცხვაში მითითებულთან.

    ყველა ჩვენ ობიექტს, გამართული მოქმედების ალგორითმებით, ამოწმებს დამოუქიდებელი ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალისტი კომპანიის პარტნიორისგან.

    ეს არის შესრულებული სამუშაოებისა და გამოყენებული მასალების ხარისხის, ასევე პროექტთან, სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის კონტროლის მეორე საფეხური.

  3. პროექტის ხელმძღვანელი

    პროექტის ხელმძღვანელი მთელი პროექტის დირიჟორობას აწევს და პასუხს აგებს ობიექტის სამშენებლო მასალებით დროული მომარაგებისა და ობიექტზე ყველა საჭირო საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობაზე. მართავს ტექნიკური პერსონალის, აღჭურვილობისა და სამშენებლო ტექნიკის გადაადგილებას ობიექტებს შორის. თვალს ადევნებს მშენებლობის ვადებს, მართავს მათ და იღებს საჭირო ზომებს მათი დაცვისათვის.

    მშენებლობის დირექტორი

    მშენებლობის დირექტორი პასუხს აგებს ყველა ტექნიკურ ალგორითმზე, ქმნის მტკიცე კავშირებს, ამაგრებს განყოფილებებს ინსთრუქციებითა და კადრებით, აუმჯობესებს და ამოდერნიზებს პროცესებს, ნერგავს ავტომატიზაციას. ასევე პირად ამოწმებს კომპანიის ობიექტებს და თვალს ადევნებს კომპანიის ყველა ძირითად მითითებასა და სამუშაო წესრიგს.

ვიდეომეთვალყურეობა

24/7

პრაქტიკულად ყველა ობიექტი აღჭურვილია ვიდეომეთვალყურეობის კამერებით. ეს გვაძლევს დამატებით საშუალებას, ვაკონტროლოთ პროცესები და თვალი ვადევნოთ მუშებისა და ტექნიკის გადაადგილებას. ასევე ჩვენს კლიენტებს საშუალებას ააძლევს, რეალურ დროში, 24/7, თვალი ადევნონ მშენებლობის მსვლელობას

ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები

პროცესები, რომლებსაც ჩვენს პარტნიორებს ვანდობთ და ვასრულებთ გენკონტრაქტორისა და პროექტის მენეჯერის როლს:

ჩვენს გუნდს აკრავს უპირობო ლიდერები, თითოეული თავის ნიშაში. პროექტის ხელმძღვანელი კომუნიკაციას აწარმოებს თითოეული გუნდის წარმომადგენლებთან და დროულად რთავს საქითხის გადაწყვეტაში ამა თუ იმ სპეციალისტს. ეს ეხება როგორც დაპროექტებას, ისე მშენებლობის პროცესებს, საინჟინრო აღჭურვასა თუ სახლის მოსაფირკეთებლო სამუშაოებს.

პროექტის განხორციელების 2 სცენარი არსებობს.

1 სცენარი — ეს არის, როდესაც განხორციელების პროცესზე მუშაობენ სხვადასხვა ფირმები, რომლებიც ერთმანეთთან საქმიანო და პროფესიული ურთიერთობებით არ არიან დაკავშირებულნი. კლიენტი თავად ეძებს შემსრულებლებს. ცდილობს, ყველაფერი ერთად შეკრიბოს. ცდილობს, ჩასწვდეს ყველა პროცესს, რომ არაფერი გამორჩეს.

მინუსები

  • ცალკეული შემსრულებლების არაკოორდინირებული მუშაობა მუდმივ გადაკეთებებს და ბიუჯეტის ზრდას იწვევს მთელი პროექტის არა ნაკლებ 20%-ით
  • აქედან გარდაუვალი ვადების ზრდა — ზოგჯერ ციფრები ათობით კვირას აღწევს
  • ბიუჯეტის ზრდაზე ასევე გავლენას ახდენს ის, რომ ყოველი ახალი კომპანია, მითი უმეტეს ბრიგადა, რომელიც ახალ ობიექტზე შემოდის, იძულებულია პროექტში თავიდან ჩაერიოს: გაარქვიოს, სად რა კომუნიკაციებია და, რაც მთავარია, შეაფასოს იგი თავისი საქმიანობისა და მოცულობების ფარგლებში.
  • უამრავი დაკარგული პირადი დრო და ნერვები სავარაუდო შემსრულებლების ძებნაზე, შერჩევაზე და მათთან შეთანხმების მიღწევაზე.

2 სცენარი — ეს არის, როდესაც კლიენტი პროექტის განხორციელებას კომპანიას ანდობს და თავად პროექტის დამკვირვებლისა და დამფინანსებლის პოზიციას იკავებს. ისეთი კომპანიები, როგორიც Build4U-ა, მთლიანად იღებენ პროცესის მართვას და პროცესის ყველა მონაწილესთან ერთად პროექტს განახორციელებენ. ხარისხიანად, საიმედოდ, ყველა გარანტიით და პასუხისმგებლობით.

პლიუსები

  • პირიქით, საქუთარი დაპროექტებისა და თანმიმდევრობის კარგი გაგების წყალობით, მთელი პროექტის ბიუჯეტის არა ნაკლებ 20%-ის დაზოგვა შეგვიძლია.
  • დროული მომარაგების, საპროექტო მასალების მომზადების, ბრიგადების ფორმირების და ა.შ. წყალობით ვადები მნიშვნელოვნად მცირდება.
  • Build4U ერთი ფანჯრის კომპანიაა. ჩვენ ყველაფერი ვიცით დაბალსართულიანი სახლების მშენებლობის შესახებ. კომპანიის პარტნიორები ჩვენს ფილოსოფიას მისდევენ. ჩვენ შორის შეთანხმება მიღწეულია: თითოეული თავის წილს გამოიმუშავებს და თითოეულს შეაქვს თავისი წვლილი მთელი პროექტის განხორციელებაში.
  • ჩვენ ვზოგავთ ჩვენი კლიენტების ნერვებსა და დროს. საშუალებას ვაძლევთ, ისიამოვნონ აგარაკის ცხოვრების ოცნების პროექტის განხორციელების პროცესით.

განაცხადი გაანგარიშებაზე

მოგვიყევით თქვენი ნაკვეთის შესახებ.

მისამართი ან საკადასტრო კოდი

მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენს განაცხადზე პასუხისთვის.